აჭარაში წყალმომარაგების და წყალარინების სისტემების განვითარების მასშტაბური პროექტი მიმდინარეობს.
პროგრამის შესახებ მოსახლეობისთვის ინფორმაციის გასაცნობად, შეხვედრები ჩატარდა ხულოს სოფლებში - დეკანაშვილები, განახლება, უჩხო და ძირკვაძეები.
შეხვედრაზე ადგილობრივი მაცხოვრებლებით დაკომპლექტებული საინიციატივო ჯგუფები შეიქმნა, რომელიც მომავალში სს „აჭარის წყლის ალიანსს“ სოფელში არსებული წყალმომარაგების სისტემებისა და წყლის წყაროების შესახებ მიაწვდის ინფორმაციას.
პროექტი თანადაფინანსებულია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მიერ, KfW ბანკის მეშვეობით და ევროკავშირის მიერ გამოყოფილი ფულადი სახსრებით.