აჭარაში წყალმომარაგების და წყალარინების სისტემების განვითარების მასშტაბური პროექტი მიმდინარეობს.
პროგრამის შესახებ მოსახლეობისთვის ინფორმაციის გასაცნობად, შეხვედრები ჩატარდა შუახევის სოფლებში - ზემო ხევი და ბრილი.
შეხვედრაზე ადგილობრივი მაცხოვრებლებით დაკომპლექტებული საინიციატივო ჯგუფები შეიქმნა, რომელიც მომავალში სს „აჭარის წყლის ალიანსს“ სოფელში არსებული წყალმომარაგების სისტემებისა და წყლის წყაროების შესახებ მიაწვდის ინფორმაციას.
პროექტი თანადაფინანსებულია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მიერ, KfW ბანკის მეშვეობით და ევროკავშირის მიერ გამოყოფილი ფულადი სახსრებით.