აჭარაში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების განვითარების მიზნით, მასშტაბური პროექტი მიმდინარეობს.
აჭარის დაბებისა და სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროექტის ფარგლებში, სამუშაოები პარალელურად აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ხორციელდება.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრ ჯაბა ფუტკარაძესთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია MACS-ის ინჟინრებმა ქვედა ვაშლოვანის, ოქრუაშვილების, დუაძეების, კირნათის და კობალეთის საინჟინრო-საპროექტო ნახაზები წარადგინეს.
აღნიშნული დეტალური პროექტის ანგარიში ტექნიკური ექსპერტიზისთვის KfW ბანკს გადაეცემა, რის საფუძველზეც საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდება.
აჭარაში წყლის სისტემის განვითარების პროექტის ბიუჯეტი 59,5 მილიონი ევროა.
პროექტი გერმანია-საქართველოს შორის თანამშრომლობის ფარგლებში, KfW-თან ერთად ხორციელდება.