სს „აჭარის წყლის ალიანსი“ აჭარის სოფლებში წყალმომარაგებისა და წყალარინების რეაბილიტაციის საკითხებთან დაკავშირებით შეხვედრებს განაგრძობს.
პროგრამის შესახებ მოსახლეობისთვის ინფორმაციის გასაცნობად, შეხვედრები გაიმართა შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელში - სამოლეთი.
აჭარის დაბებისა და სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს სოფლის მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის, ზოგადი ჰიგიენისა და ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში.
ასევე, უზრუვენყოფს გარემოს დაცვას წყლის რაციონალური გამოყენებით და წყალარინების სათანადო გაწმენდით.