შუახევის მუნიციპალიტეტში თანამედროვე სტანდარტების წყლის და წყალარინების სისტემები იქმნება.
დღეს, აჭარის დაბებისა და სოფლების წყალმომარაგების და წყალარინების პროექტის ფარგლებში, მოსახლეობასთან პირველი საინფორმაციო შეხვედრები ჩატარდა სოფლებში - ჭალა და წყაროთა
შეხვედრაზე სოფლების - ჭალა და წყაროთა შესახებ ინფორმაციის მოძიების და შემდგომში განსახორციელებელ კვლევით პროცესებში მოსახლეობის აქტიურად ჩართულობის მიზნით, საინიციატივო ჯგუფი შეიქმნა.
აჭარის მუნიციპალიტეტებში კომუნალური სისტემების რეაბილიტაციის პროგრამა, გერმანია-საქართველოს შორის ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში, KfW ბანკის მეშვეობით და ევროკავშირის მიერ გამოყოფილი ფულადი სახსრებით ხორციელდება.