სს „აჭარის წყლის ალიანსი" აჭარის მუნიციპალიტეტებში სამუშაო შეხვედრებს განაგრძობს.
ქედის მუნიციპალიტეტის მერიაში გამართული შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა წყალმომარაგების და წყალარინების ინფრასტრუქტურული ნაგებობების განლაგების სამართლებრივ საკითხებზე იმსჯელეს.