აჭარის დაბებისა და სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროექტის ფარგლებში, შუახევის მუნიციპალიტეტში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების განხილვის მიზნით, დღეს სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე, სს აჭარის წყლის ალიანსის საკონსულტაციო კომპანიამ MACS, მხარეებს შუახევის მუნიციპალიტეტის სოფლებში: გომარდული, სხეფი, სხეფელა, თერნალი და ღორექეთი, მიმდინარე კვლევითი სამუშაოების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
ასევე, შეხვედრაზე დაიგეგმა სამომავლო კვლევითი სამუშაოების ჩატარება სოფლებში: ბრილი, ჭალა და წყაროთა.
შეხვედრას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე, სს „აჭარის წყლის ალიანსის“ დირექტორი თეიმურაზ ბედინაძე და შუახევის მუნიციპალიტეტის მერი ფრიდონ ფუტკარაძე ესწრებოდა.