სს „აჭარის წყლის ალიანსის“ კონსულტანტი კომპანია Fichtner ქობულეთის მუნიციპალიტეტში, ოჩხამურში ჰიდრეოგეოლოგიურ კვლევას ატარებს.
კვლევის მიზანია, დადგინდეს ოჩხამურის ტერიტორიაზე მოპოვებული წყალი ვარგისი და საკმარისი თუ იქნება მოსახლეობის უწყვეტი წყალმომარაგებისთვის. ასევე, დადგინდება რამდენი ჭაბურღულის მოწყობა იქნება შესაძლებელი.
მიწის ბურღვის ტექნიკურ სამუშაოებს, ადგილზე სს „აჭარის წყლის ალიანსის“ დირექტორი თეიმურაზ ბედინაძე გაეცნო.
აჭარის დაბების და სოფლების წყალმომარაგების და წყალარინების პროგრამის მიზანია აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში შეიქმნას თანამედროვე სტანდარტების კომუნალური ინფრასტრუქტურა.