აჭარის დაბებისა და სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამის და სს „აჭარის წყლის ალიანსის“ პროექტის აღმასრულებელმა სააგენტომ, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე კონსულტანტმა კომპანიებმა Fichtner და MACS, მხარეებს პროექტის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.
შეხვედრაზე მთავარ საკითხს ხულოს მუნიციპალიტეტის სოფლებში: ოქრუაშვილები, დუაძეები და ვაშლოვანში მიმდინარე კვლევითი პროცესის განხილვა წარმოადგენდა.
საუბარი ასევე შეეხო ქობულეთში, ოჩხამურის დასახლებაში მიმდინარე ჰიდროგეოლოგიურ კვლევას, რომელიც მიზნად ისახავს დადგინდეს წყლის ვარგისიანობისა და მარაგის საკითხი.
მხარეების მიერ შეფასდა პროექტის მიმდინარეობა და განხორციელებული სამუშაოები.
შეხვედრას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე, სს „აჭარის წყლის ალიანსის“ დირექტორი თეიმურაზ ბედინაძე და ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე ესწრებოდა.
შეხვედრის ძირითადი ნაწილის დასრულების შემდეგ, წყალმომარაგების და წყალარინების საკითხების შესწავლის მიზნით, დამატებითი შეხვედრა გაიმართა ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ თხილაძირის მოსახლეობასთან.