სს „აჭარის წყლის ალიანსის“ და საკონსულტაციო კომპანია MACS-ის ერთობლივი მხარდაჭერით, აჭარის მუნიციპალიტეტებში სოციალურად დაუცველ ოჯახებს, სასურსათო კალათები გადაეცათ.
სასურსათო კალათები უკვე დარიგდა ქობულეთის, ხელვაჩაურის და ქედის მუნიციპალიტეტებში. ასევე, მომდევნო კვირაში სურსათი დარიგდება ხულოს და შუახევის მუნიციპალიტეტებში.
კორონავირუსის პრევენციის მიზნით მიმდინარე საქველმოქმედო აქციის დროს, გათვალისწინებული იყო ძირითადი რეკომენდაციები დისტანციის და პირბადეების გამოყენებასთან დაკავშირებით.