სს „აჭარის წყლის ალიანსმა“ მუხაესტატეს მეურნეობის მცხოვრებლებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე მოსახლეობა წყლის და წყალარინების სისტემების რეაბილიტაციის შესახებ პროექტს გაეცნო.
პროექტის თანახმად, მუხაესტატეს მეურნობაში მოხდება 20 მ3 მოცულობის წყლის რეზერვუარის მოწყობა, რომელიც 24 საათიანი უწყვეტი რეჟიმით 38 ოჯახს მოამარაგებს.
ასევე, ადგილზე დაგეგმილია დეცენტრალური ტიპის წყალარინების სისტემის შექმნა, რაც გულისხმობს სახლების დაერთებას მცირე ზომის სეპტიკურ ავზებზე, შემდგომში წყალარინების მასების შეკრების და არსებული სტანდარტების მიხედვით გაწმენდის მიზნით.