სს „აჭარის წყლის ალიანსი“ მოსახლეობასთან მუნიციპალიტეტებში შეხვედრებს აქტიურად აგრძელებს.
დღეს, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიოკნისში მოსახლეობასთან წყალარინების რეაბილიტაციის პროექტთან დაკავშირებით გაიმართა შეხვედრა.
პროექტის თანახმად, დიოკნისში დაგეგმილია დეცენტრალური ტიპის წყალარინების სისტემის შექმნა.
აჭარის დაბებისა და სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამის მთავარი მიზანია, აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში: ხულო, შუახევი, ქედა, ხელვაჩაური და ქობულეთი შეიქმნას თანამედროვე სტანდარტების წყალმომარაგების და წყალარინების სისტემები.