აჭარაში წყალმომარაგების და წყალარინების სისტემების განვითარების პროექტი მიმდინარეობს. პროექტთან დაკავშირებით, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე, პირველ მოადგილესთან თორნიკე კუჭავასთან და სს „აჭარის წყლის ალიანსის“ დირექტორთან თეიმურაზ ბედინაძესთან ერთად, KfW ბანკის პროექტების მენეჯერს ბერნდ ჰასელს შეხვდა.
პროექტის ფარგლებში აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში თანამედროვე სტანდარტების წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემები იქმნება.
პროექტი გერმანია-საქართველოს შორის თანამშრომლობის ფარგლებში, KfW ბანკთან ერთად, „აჭარის წყლის ალიანსის“ მიერ ხორციელდება.
საპროექტო დოკუმენტაციების მომზადების შემდეგ, სამშენებლო ტენდერი გამოცხადდება.
პროექტის ბიუჯეტი 59.5 მილიონი ევროა.