აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში თანამედროვე სტანდარტების წყალმომარაგების და წყალარინების სისტემები იქმნება.
ხულოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან, სამუშაო შეხვედრები გაიმართა სოფლებში: ყინჩაური, ძმაგულა და გურძაული.
სოფლებში ადგილობრივი მცხოვრებლებით დაკომპლექტებული საინიციატივო ჯგუფები შეიქმნა. საინიციატივო ჯგუფებთან ერთად მოხდება არსებული წყალმომარაგების სისტემების შესახებ ინფორმაციის მოძიება.
აჭარის დაბებისა და სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამის ბიუჯეტი 59,5 მილიონი ევროა.
პროექტი გერმანია-საქართველოს შორის თანამშრომლობის ფარგლებში, KfW-თან და ევროკავშირთან ერთად ხორციელდება.