აჭარის დაბებისა და სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამის ფარგლებში, სს „აჭარის წყლის ალიანსის“ ინიციატივით ვორქშოფი გაიმართა, სადაც საკონსულტაციო კომპანიებმა FICHTNER (LOT 1) და MACS (LOT 2) მუნიციპალიტეტებში მოპოვებული მონაცემების გაცნობის მიზნით პრეზენტაციები წარადგინეს.
საკონსულტაციო კომპანია MACS-ისა და FICHTNER-ის ექსპერტებმა პროექტის ფარგლებში აჭარის მუნიციპალიტეტებში უკვე განხორციელებული საქმიანობისა და დაგეგმილი ღონისძიების შესახებ ისაუბრეს.
აჭარის დაბებსა და სოფლებში წყალმომარაგებისა და წყალარინების პროექტი გერმანი-საქართველოს ფინანსური თანამშრომლობით და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება.
პროგრამის შედეგად, აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში თანამედროვე სტანდარტების წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემები შეიქმნება.
პროგრამის ღირებულება 59,5 ევროა. (KfW ბანკი - 43 მილიონი ევრო, ევროკავშირი - 7 მილიონი ევრო, საქართველო - 9,5 მილიონი ევრო).