სს „აჭარის წყლის ალიანსის“ წარმომადგენლები, კერძოდ დირექტორი თემურაზ ბედინაძე და გერმანული საკონსულტაციო კომპანია Fichtner - ის ჯგუფის ლიდერი ფრედერიკ კოჰელი, შუახევის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეს ომარ ტაკიძეს და საკრებულოს თვმჯდომარეს გიორგი დავითაძეს შეხვდნენ.
სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა შუახევის მუნიციპალიტეტის დაბის და სოფლების წყალმომარაგების და წყალარინების საკითხები განიხილეს.
შეხვედრას საკრებულოს წევრები, მერიის თანამშრომლები და შუახევის კომუნალური სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.