აჭარის დაბებისა და სოფლების წყალმომარაგების და წყალარინების პროექტის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება.
პროექტის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ გომარდულის, სხეფის, სხეფელას და ღორექეთის მოსახლეობასთან გაიმართა.
აღნიშნულ სოფლებში ადგილობრივი მცხოვრებლებით დაკომპლექტებული საინიციატივო ჯგუფები შეიქმნა.
შეხვედრას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტაკარაძე, "აჭარის წყლის ალიანსის" დირექტორი თეიმურაზ ბედინაძე, შუახევის მუნიციპალიტეტის მერი ფრიდონ ფუტკარაძე და გერმანული საკონსულტაციო კომპანია MACS-ის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ახალი პროექტის ფარგლებში აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში თანამედროვე სტანდარტების წყალმომარაგების და წყალარინების სისტემები იქმნება.
აჭარაში წყლის სისტემის განვითარების პროექტის ბიუჯეტი 59,5 მილიონი ევროა.