დღეს, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაიოში მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა აჭარის დაბებისა და სოფლების წყალმომარაგების და წყალარინების პროექტის შესახებ.
შეხვედრაზე „აჭარის წყლის ალიანსის“ დირექტორმა თეიმურაზ ბედინაძემ, გერმანულ საკონსულტაციო კომპანია MACS-თან ერთად, მოსახლეობას პროექტის ძირითადი მიმართულებების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
აჭარის დაბებისა და სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამის ფარგლებში, დაგეგმილია ცენტრალური და დეცენტრალური ტიპის წყლის და წყალარინების სისტემების შექმნა. პროგრამის ბიუჯეტი 59,5 მილიონ ევროს შეადგენს.