აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში თანამედროვე სტანდარტების წყალმომარაგების და წყალარინების სისტემები იქმნება.
პროექტის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა, ხულოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან ქვედა და ზედა ვაშლოვანსა და შურმულში გაიმართა. აღნიშნულ სოფლებში ადგილობრივი მცხოვრებლებით დაკომპლექტებული საინიციატივო ჯგუფები შეიქმნა.
ჯგუფების აქტიური თანამონაწილეობის შედეგად, მოხდება არსებული წყალმომარაგების სისტემების შესახებ ინფორმაციის მოძიება.
საინიციატივო ჯგუფებს შესაძლებლობა ექნებათ საკონსულტაციო კომპანიებს მიაწოდონ ინფორმაცია ადგილზე არსებული საჭიროებების შესახებ და მომავალში სოფლის წარმომადგენლებთან ერთად, დასვან კითხვები საინჟინრო-საპროექტო სამუშაოებთან დაკავშირებით.
აჭარაში წყლის სისტემის განვითარების პროექტის ბიუჯეტი 59,5 მილიონი ევროა.
პროექტი გერმანია-საქართველოს შორის თანამშრომლობის ფარგლებში, KfW-თან და ევროკავშირთან ერთად ხორციელდება.