ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიოკნისში თანამედროვე სტანდარტების წყალარინების სისტემის შექმნა იგეგმება!
დაგეგმილ სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, დღეს მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე სს „აჭარის წყლის ალიანსის“ დირექტორმა თეიმურაზ ბედინაძემ მოსახლეობას ინფორმაცია მიაწოდა დეცენტრალური ტიპის წყალარინების სისტემის ექსპლუატაციის წესებთან დაკავშირებით.
სოფელ დიოკნისში, წყალარინების სისტემა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დაფინანსებით და „აჭარის წყლის ალიანსის“ ერთობლივი თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდება.