ქედაში, სოფელ კოლოტაურში წყალმომარაგებისა და წყალარინების საკითხებთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე განიხილეს სოფელ კოლოტაურის სავარაუდო საპროექტო გეგმა.
აჭარის დაბებისა და სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამის ფარგლებში, დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის შედგენამდე, მოსახლოებასთან გაგრძელდება შეხვედრები არსებული საჭიროებების შესასწავლად.
კვლევის და საპროექტო ნახაზების დასრულების შემდეგ, მოხდება საერთაშორისო ტენდერის გამოცხდა სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების მიზნით.