ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებთან ვორქშოფი გაიმართა.
ვორქშოფი აჭარის დაბებისა და სოფლების წყალმომარაგების და წყალარინების პროგრამის შესახებ იყო.
ვორქშოფის ფარგლებში, ხელვაჩაურის ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებმა ჯგუფებში იმუშავეს ოთხი მთავარი მიმართულებით და წარმოადგინეს საკუთარი მოსაზრებები საკითხებზე: როგორ შეცვლის 24 საათიანი წყალმომარაგება და გამართული წყალარინების სისტემა სოფლის ცხოვრებას, როგორ შეიცვლება სოფლის ეკონომიკური განვითარების პოტენციალი 24 საათიანი უწყვეტი წყალმომარაგებით და გამართული წყალარინების სისტემით, როგორ განხორციელდება ახლად აშენებული წყლის და წყალარინების სისტემების მოვლა-პატრონობა და რა პრობლემებს ქმნის გაუმართავი წყლის და წყალარინების ინფრასტრუქტურა სოფლებში.
ვორქშოფი სს „აჭარის წყლის ალიანსის“ და გერმანული საკონსულტაციო კომპანია MACS-ის ერთობლივი თანამშრომლობით ჩატარდა.