სს „აჭარის წყლის ალიანსმა“ და გერმანულმა საკონსულტაციო კომპანიამ MACS ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებთან ვორქშოფი გამართა.
ვორქშოფი აჭარის დაბებისა და სოფლების წყალმომარაგების და წყალარინების პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელ სამუშაოებს შეეხებოდა.
ვორქშოფის ფარგლებში, მონაწილეებმა განიხილეს პროექტის მნიშვნელობის საკითხები და წარმოადგინეს საკუთარი მოსაზრებები 24 საათიანი წყალმომარაგების, გამართული წყალარინების ინფრასტრუქტურის და მენეჯმენტის საკითხებთან დაკავშირებით.