სს "აჭარის წყლის ალიანსის" და საკონსულტაციო კომპანია MACS ინიციატივით, ხულოს, ქედის და შუახევის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან გაიმართა სამუშაო შეხვედრა.
შეხვედრის მთავარი მიზანი იყო, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს მიეღოთ დეტალური ინფორმაცია აჭარის დაბებისა და სოფლების წყლის და წყალარინების პროგრამის შესახებ.
პროგრამის დაგეგმილი აქტივობების ფარგლებში, ქედის, ხულოს, შუახევის, ხელვაჩაურის და ქობულეთის მუნიციპალიტეტების სოფლებში სოციალურ-ეკონომიკური კვლევა ჩატარდება.
კვლევის მიზანია სოფლებში, ადგილზე მოხდეს წყალთან და წყალარინებასთან არსებული საჭიროებების გამოკვლევა, შემდგომი სარეაბილიტაციო სამუშაოების დაგეგმვის მიზნით.