აჭარის დაბებისა და სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამის ფარგლებში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების შესწავლა მიმდინარეობს.
პროგრამის დეტალებთან და საპილოტე ტერიტორიების შერჩევასთან დაკავშირებით, სს „აჭარის წყლის ალიანსის“ დირექტორმა თეიმურაზ ბედინაძემ, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერთან, ჯუმბერ ვარდმანიძესთან სამუშაო შეხვედრა გამართა.