აჭარის დაბებისა და სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამის ფარგლებში, მუნიციპალიტეტებში აქტიურად მიმდინარეობს პროექტისთვის საპილოტე ტერიტორიების შერჩევა.
შუახევში, უწყვეტი წყალმომარაგების და გამართული წყალარინების ინფრასტრუქტურის შესაქმნელად, საპილოტე ტერიტორიების შერჩევა მიმდინარეობს სოფლებში - კვინიკაძეები, გომარდული და სხეფი.
პროექტის საპილოტე საკითხებთან დაკავშირებით, „აჭარის წყლის ალიანსის“ დირექტორმა თეიმურაზ ბედინაძემ, შუახევის მერთან ფრიდონ ფუტკარაძესთან სამუშაო შეხვედრა გამართა.