აჭარის სოფლებში სუფთა წყლის და წყალარინების გაწმენდის მისაღწევად, „აჭარის წყლის ალიანსმა“ საერთაშორისო ღია ტენდერის შედეგად შერჩეულ ორ გერმანულ საკონსულტაციო კომპანიასთან - MACS და Fichtner გააფორმა ხელშეკრულება.
აჭარის დაბებისა და სოფლების წყალმომარაგების და წყალარინების პროგრამისთვის ორი საკონსულტაციო კომპანია: განმახორციელებელი კონსულტანტი და განმახორციელებელი კონსულტანტის და თანმხმლები ზომების კონსულტანტი შეასრულებს სამუშაოებს.
განმახორციელებელი კონსტულანტის პასუხისმგებლობაა მუნიციპალიტეტებისთვის მოამზადოს საინჟინრო-საპროექტო დოკუმენტაცია და შემდგომში უზრუნველყოს აღსრულება. აღნიშნული მიმართულებით ტენდერში გაიმარჯვა კომპანია Fichtner-მა.
განმახორციელებელი კონსულტანტის და თანმხმლები ზომების კონსულტანტის მოვალეობაა უზრუნველყოს „აჭარის წყლის ალიანსის“ და მუნიციპალიტეტების ტექნიკური დახმარება და ინსტიტუციური მხარდაჭერა. აღნიშნული მიმართულებით ტენდერში გაიმარჯვა კომპანია MACS-მა.
აჭარის დაბებსა და სოფლებში წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამა საქართველოს მთავრობის, KfW ბანკის და ევროკავშირის ერთობლივი თანამშრომლობით იწყება.