22 მარტი წყლის საერთაშორისო დღეა. ამ დღის მიზანია საზოგადოებაში ამაღლდეს ცნობიერება წყლის რესურსების მართვის, რაციონალურად გამოყენების და დაცვის შესახებ.
წყალი ეკოსისტემის არსებობისთვის უმნიშვნელოვანესი ელემენტია. გაერთანებული ერების ორგანიზაციის მონაცმების თანახმად, მსოფლიოში 2 მილიარდ მეტ ადამიანს სუფთა, სასმელად ვარგის წყალთან წვდომა არ აქვს.
დედამაწინაზე არსებული წყლის 97% მარილიანია, 2% გაყინულია და მხოლოდ 1%ის გამოყენებაა შესაძლებელი სასმელად. მნიშვნელოვანია, რომ სასმელად ვარგის 1% წყალს ხშირად არაყაირათიანად იყენებენ. ასევე, ხშირია წყლის დაბინძურების ფაქტებიც.
წყლის როგორც სასიცოცხლო რესურსის მნიშვნელობის ხაზგასმის მიზნით, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ, წყლის საერთაშორისო დღის აღნიშვნა 1993 წლიდან დაიწყო.
საქართველოში წყლის რესურსების მართვას, წყლის ობიექტების დაცვას და რაციონალურად გამოყენებას, კანონი „წყლის შესახებ“ არეგულირებს. კანონის თანახმად: ყველა, საქართველოში მცხოვრები, ვალდებულია უზრუნველყოს წყლის რაციონალური და მდგრადი გამოყენება და დაცვა, რათა არ დაუშვას მისი გაბინძურება, დანაგვიანება და დაშრეტა.