„აჭარის წყლის ალიანსი“ აჭარის დაბებისა და სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამის ფარგლებში, საპროექტო არეალში მდებარე სკოლების ეკოკლუბებში, არაფორმალური განათლების აქტივობებს აგრძელებს.
ამ ეტაპზე ეკოკლუბის მოსწავლეები სასმელი წყლის დამუშავებისა და ხარისხის კონტროლის პროცესებს ეცნობიან. აქტივობის ფარგლებში, მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ ლაბორატორიულ ანალიზებს და წყლის ხარისხის შემოწმების მექანიზმებს გაეცნონ.