ქედის მუნიციპალიტეტში, თანამედროვე სტანდარტების წყალმომარაგების და წყალარინების სისტემები შენდება.
დაბა ქედაში 570მ³ მოცულობის რეზერვუარზე არმირების სამუშაოები მიმდინარეობს. დაგეგმილია არსებული 475 მ³ რეზერვუარის რეაბილიტაცია და მოცულობის გაზრდა. პარალელურად შენდება წყლის და წყალარინების ქსელები.