დაბა ხულოში ეწყობა წყლისა და წყალარინების ქსელები, მიმდინარეობს 400 მ³ მოცულობის რეზერვუარის არმირების სამუშაოები. ასევე დაგეგმილია არსებული რეზერვუარის რეაბილიტაცია და მისი მოცულობის გაზრდა.დეკანაშვილებში, ქვემო ვაშლოვანში და თხილაძირში მონტაჟდება სეპტიკური ავზები და ეწყობა წყალარინების სისტემები.დიოკნისში უკვე დასრულდა 100 მ³ მოცულობის რეზერვუარის მშენებლობა და დაგეგმილია მისი ტესტირება. პარალელურად დაწყებულია სათავე ნაგებობის და წყალმომარაგების ქსელის მოწყობის სამუშაოები.
აჭარის დაბებისა და სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამის ფარგლებში, ხულოს მუნიციპალიტეტში სამშენებლო სამუშაოები 11 სოფელსა და დაბა ხულოს მოიცავს.
პროექტის მიზანი მუნიციპალიტეტში თანამედროვე და მდგრადი წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის შექმნაა.