ქობულეთის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მოწყობა აქტიურად გრძელდება.
ქობულეთის მუნიციპალიტეტში, ოჩხამურის დასახლებაში მიმდინარეობს წყალარინების 3 გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა.
პარალელურად, მიმდინარეობს ჯიხანჯურის 400 მ³ მოცულობის რეზერვუარის კედლების არმირება და წყლისა და წყალარინების ქსელების მოწყობა, ასევე მონტაჟდება სეპტიკური ავზები.
ჯიხანჯურის და ოჩხამურის უწყვეტი წყალმომარაგების უზრუნველსაყოფად, უკვე დასრულებულდა 200 მ³ და 600 მ³ მოცულობის რეზერვუარების მშენებლობა. ამ ეტაპზე ობიექტებზე ტესტირების სამუშაოები მიმდინარეობს.
ტესტირების ეტაპზეა ასევე ქვედა კვირიკეში 200 მ³ მოცულობის რეზერვუარი. პარალელურად შენდება 200 მ3 მოცულობის რეზერვუარი.
სამუშაოების მიზანი მოსახლეობისთვის თანამედროვე სტანდარტების კომუნალური ინფრასტრუქტურის შექმნაა.
პროექტის ფარგლებში თანამედროვე კომუნალური ინფრასტრუქტურა შენდება ოჩხამურის, ცეცხლაურის, ჯიხანჯურის, ქვედა კვირიკეს, ჩაქვისთავისა და მუხაესტატეს მეურნეობის დასახლებებში.
პროექტის დასრულების შემდეგ, ქობულეთის მუნიციპალიტეტში ახალი კომუნალური ინფრასტრუქტურით 1975 ოჯახი ისარგებლებს.