ხულოს მუნიციპალიტეტში თანამედროვე სტანდარტების წყალმომარაგების და წყალარინების სისტემების მშენებლობა რამდენიმე დასახლებაში ერთდროულად მიმდინარეობს.
მასშტაბური პროექტის ფარგლებში, დაბა ხულოში, წყლისა და წყალარინების ქსელები ეწყობა, ასევე დაწყებულია წყლის მაგისტრალური ქსელის და წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა, ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს გაბიონის მოწყობა.
სოფელ ქვემო ვაშლოვანში და ძირკვაძეებში წყალმომარაგების ქსელი შენდება. პარალელურად, ვაშლოვანში 100 მ3 რეზერვუარის კედლების არმირება მიმდინარეობს.
ოქრუაშვილებსა და დუაძეებში ორი 100მ3 და 50 მ3 მოცულობის რეზერვუარი შენდება, პარალელურად ეწყობა მრიცხველები და სეტპიკური ავზები.
დიოკნისში უკვე დასრულდა 100 მ3 რეზერვუარის მშენებლობა, დაგეგმილია ტესტირების სამუშაოები. ასევე, დაწყებულია სათავე ნაგებობის და წყალმომარაგების ქსელის მოწყობა.
„აჭარის დაბებისა და სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამის“ ფარგლებში, სამშენებლო სამუშაოები ხულოს მუნიციპალიტეტის 11 სოფელსა და დაბა ხულოს მოიცავს.