აჭარაში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მშენებლობა რამდენიმე მუნიციპალიტეტში ერთდროულად მიმდინარეობს. სამუშაოების მიზანი მოსახლეობისთვის თანამედროვე სტანდარტების კომუნალური ინფრასტრუქტურის შექმნაა.
ქობულეთის მუნიციპალიტეტში დაიწყო ოჩხამურის წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა. პარალელურად, მიმდინარეობს ჯიხანჯურის 400 მ³ მოცულობის რეზერვუარის კედლების არმირება და წყლისა და წყალარინების ქსელების მოწყობა.
ჯიხანჯურის და ოჩხამურის უწყვეტი წყალმომარაგების უზრუნველსაყოფად, უკვე დასრულებულდა 200 მ³ და 600 მ³ მოცულობის რეზერვუარების მშენებლობა. ამ ეტაპზე ობიექტებზე ტესტირების სამუშაოები მიმდინარეობს.
ტესტირების ეტაპზეა ასევე ქვედა კვირიკეში 200 მ³ მოცულობის რეზერვუარი.
მუხაესტატეს მეურნეობის დასახლებაში საყრდენ კონსტრუქციაზე დამონტაჟდა 35 მ³ მოცულობის რეზერვუარი და აშენდა სეპტიკური ავზები. ამ ეტაპზე აღნიშნულ ობიექტებზეც ტესტირების სამუშაოები ხორციელდება.
პროექტის ფარგლებში თანამედროვე კომუნალური ინფრასტრუქტურა შენდება ოჩხამურის, ცეცხლაურის, ჯიხანჯურის, ქვედა კვირიკეს, ჩაქვისთავისა და მუხაესტატეს მეურნეობის დასახლებებში.
პროექტის დასრულების შემდეგ, ქობულეთის მუნიციპალიტეტში ახალი კომუნალური ინფრასტრუქტურით 1975 ოჯახი ისარგებლებს.