ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო სს „აჭარის წყლის ალიანსის“ პროექტის ფარგლებში ჩამოყალიბებული ეკოკლუბის მოსწავლეებმა. მათ სტუმრებს ეკოკლუბის საქმიანობისა და განხორციელებული აქტივობების შესახებ ინფორმაცია გააცნეს.
დამატებით, ღონისძიების ფარგლებში ეკოკლუბის წევრები გაეცნენ გერმანულენოვან კულტურას, მიიღეს ინფორმაცია განათლებისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობების შესახებ და მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა სახალისო აქტივობაში.
აჭარაში გერმანული ენის დღე გერმანიის, ავსტრიისა და შვეიცარიის საელჩოების, გოეთეს ინსტიტუტის, გერმანიის აკადემიური გაცვლითი სამსახურის, ენის მასწავლებელთა ასოციაციის, გერმანული ევანგელისტური საზოგადოების, თომას მანის საზოგადოების, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, ავსტრიის ბიბლიოთეკის და GIZ-ის ორგანიზებით ჩატარდა.