წყლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, კონკურსი „წყალი და თანასწორობა“ ჩატარდა.
სს „აჭარის წყლის ალიანსი“ კონკურსს, აჭარის დაბებისა და სოფლების წყლის და წყალარინების სისტემის განვითარების პროექტის ფარგლებში მართავს და მასში სარეაბილიტაციო ტერიტორიებზე არსებული საჯარო სკოლების ეკოკლუბები მონაწილეობენ.
კონკურსის ფარგლებში მეორე შეხვედრა ქობულეთის მუნიციპალიტეტში გაიმართა. კონკურსში ქვედა კვირიკეს, ოჩხამურის, ჯიხანჯურის, ცეცხლაურის N1 და N2 საჯარო სკოლის ეკოკლუბის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. კონკურსანტებმა ფოტო-კოლაჟის, ვიდეოების და პრეზენტაციის სახით შექმნილი ნამუშევრები წარმოადგინეს.