კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ აჭარის დაბებისა და სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამის ფარგლებში ჩამოყალიბებული ეკოკლუბების სკოლების მოსწავლეებს.
კონკურსის მიზანია მოსწავლეებმა გაიღრმავონ ცოდნა წყალსა და თანასწორობის ურთიერთკავშირის შესახებ საქართველოში და მსოფლიოში, ასევე გააცნობიერონ წყლის რესურსებზე თანაბარი ხელმისაწვდომობისა და პასუხისმგებლობის მნიშვნელობა.
მნიშველოვანია მონაწილეებმა გაიაზრონ, თუ როგორ უკავშირდება წყლის ხელმისაწვდომობა, ხარისხი და გამოყენების წესები გოგონებისა და ბიჭების ყოველდღიურ ცხოვრებას, განათლებას და ჯანმრთელობას.
კონკურსის ფარგლებში მნიშვნელოვანია მოსწავლეებმა გამოავლინონ საკუთარი სოფლის სპეციფიკა და წარმოადგინონ რეალური მაგალითები წყლის და თანასწორობის შესახებ.
კონკურსის მონაწილე ჯგუფებმა უნდა წარმოადგინონ ნამუშევარი თემაზე „წყალი და თანასწორობა“ ერთ-ერთ ქვემოთ მითითებულ ფორმატში:
- თემატური ფოტო-კოლაჟი;
- თემატური ვიდეომასალა (არაუმეტეს 10 წუთი);
- პრეზენტაცია (პრეზენტაციაში შესაძლებელია რეალური ფოტოების გამოყენება, საჭიროების შესაბამისად);
- ნამუშევრები უნდა ასახავდეს წყალსა და თანასწორობას შორის არსებულ კავშირს თავიანთ სოფელში და მსოფლიოში.
- ნამუშევრები უნდა შესრულდეს ჯგუფურად;
- ნაშრომების მიღების პერიოდია: 15 თებერვლიდან, 14 მარტის ჩათვლით, 18:00 საათამდე. დაგვიანებით მიღებული მასალები არ განიხილება;
- ნამუშევრები გამოაგზავნეთ მისამართზე: ajarawateralliance@gmail.com
- ელექტრონულ ფოსტაზე გამოგზავნილ წერილში, მიუთითეთ ეკოკლუბის სკოლის და მუნიციპალიტეტის დასახელება. ასევე, ეკოკლუბის ლიდერი მოსწავლისა და მასწავლებლის საკონტაქტო მობილური ტელეფონის ნომრები;
- სს „აჭარის წყლის ალიანსი“, საერთაშორისო კონსულტანტების დახმარებით დაკომპლექტებული კომისიის წევრების მეშვეობით, ყველა მუნიციპალიტეტში გამოავლენს საუკეთესო ეკოკლუბს. (ხულოს, შუახევის და ქობულეთის თითოეულ მუნიციპალიტეტში გამოვლინდება თითო გამარჯვებული ეკოკლუბი; ქედის და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში გამოვლინდება 1 გამარჯვებული ეკოკლუბი)
- ეკოკლუბები თავიანთ ნამუშევრებს წარადგენენ კომისიის წინაშე 16 მარტიდან, 20 მარტის ჩათვლით. ზუსტი ადგილის და თარიღის შესახებ მასწავლებლებს წინასწარ ეცნობებათ ინფორმაცია;
- კონკურსში მონაწილე ეკოკლუბის თითოეული მოსწავლე დაჯილდოვდება სერთიფიკატით და სიმბოლური საჩუქრით;
- კონკურსში გამარჯვებული თითოეული ეკოკლუბის წევრი დაჯილდოვდება 100 ლარის ოდენობის წიგნის მაღაზიის ვაუჩერით;
ნაშრომების შეფასების კრიტერიუმებია:
- ნამუშევრების საკონკურსო თემატიკასთან შესაბამისობა; (30)
- თხრობის სტილი; (30)
- კრეატიულობა; (20)
- ეკოკლუბის ყველა წევრის ჩართულობა და აქტიურობა; (20)