შეხვედრები უკვე ჩატარდა ბრილის, ოჩხამურის, ჯიხანჯურის, დაბა ქედის, დაბა შუახევის, დაბა ხულოს, ცეცხლაურის N1 ცეცხლაურის N2 საჯარო სკოლების ეკოკლუბებში. მოსწავლეებმა სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მუშაობის პრინციპების შესახებ ინფორმაცია მიიღეს.
შეხვედრის მონაწილეები სეპტიკური ავზის მუშაობას, წყალარინების ინფრასტრუქტურის მნიშვნელობას და თანამედროვე წყალმომარაგების სისტემების სტანდარტებს ეცნობიან.
აჭარის დაბებისა და სოფლების წყალმომარაგების და წყალარინების პროგრამის ფარგლებში სულ 23 ეკოკლუბი ფუნქციონირებს.