მემორანდუმის ფარგლებში მხარეები შეთანხმდნენ ორი პროფესიული პროგრამის განხორციელებაზე: „წყალმომარაგების ქსელების ტექნიკური უზრუნველყოფა და შეკეთება“ და „წყალარინების ქსელების ტექნიკური უზრუნველყოფა და შეკეთება“.
პროგრამები განხორციელდება პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლების ფორმატით, რაც გულისხმობს თეორიულ მომზადებას ბსუ-ში და პრაქტიკულ სწავლებას სს „აჭარის წყლის ალიანსის“ და შპს „ბათუმის წყალის“ რეალურ სამუშაო გარემოში. მემორანდუმის მიზანია წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორისთვის საჭირო კვალიფიციური კადრების მომზადება და არსებული სპეციალისტების პროფესიული უნარების გაუმჯობესება.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს: სს „აჭარის წყლის ალიანსის“ დირექტორმა თეიმურაზ ბედინაძემ, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ტიტე აროშიძემ, შპს „ბათუმის წყალის“ დირექტორმა ალექსანდრე მჟავანაძემ და საკონსულტაციო კომპანია MACS-ის მმართველმა დირექტორმა მატიას ჰიტცელმა.