სს „აჭარის წყლის ალიანსი“ აქციონერთა კრებას მართავს. კრებაზე დღის წესრიგის მიხედვით, დაგეგმილია შემდეგი საკითხების განხილვა:
- 2024 წლის აუდიტირებული წლიური ფინანსური ანგარიშგების განხილვა;
- სს „აჭარის წყლის ალიანსის“ 2026 წლის ხარჯების საპროგნოზო მონაცემების დამტკიცება;
- 2025 წლის ფინანსური ანგარიშის შემოწმებაზე აუდიტორის დანიშვნა;
სს „აჭარის წყლის ალიანსის“ აქციონერთა საერთო კრება გაიმართება 2025 წლის 14 ნოემბერს, 15 საათზე ქ. ბათუმში, კომახიძის ქ. #119-ში (აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს იურიდიულ მისამართზე: ქ. ბათუმი, კომახიძის ქ. #119, IV სართული, სააქტო დარბაზი).
აქციონერთა კრების შესახებ დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://shorturl.at/nq4MF