აჭარის დაბებისა და სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროექტის ფაგლებში, მოსახლეობასთან სამუშაო შეხვედრები ტარდება.
„აჭარის წყლის ალიანსის“ დირექტორი თეიმურაზ ბედინაძე ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ნამლისევის მოსახლეობას შეხვდა.
მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების პარალელურად, "აჭარის წყლის ალიანსმა“, მუნიციპალიტეტებში, სოფლების შესწავლა დაიწყო, რაც კომუნალური ინფრასტრუქტურის და წყლის რესურსების კვლევას მოიცავს.