ხულოს მუნიციპალიტეტში თანამედროვე წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურა შენდება.
სამუშაოები უკვე დაწყებულია დაბა ხულოში და სხვადასხვა სოფელში: თხილაძირი, დეკანაშვილები, ოქრუაშვილები, დუაძეები, დიოკნისი, ქვედა ვაშლოვანი, ძირკვაძეები და განახლება.
"აჭარის წყლის ალიანსის“ დირექტორი თეიმურაზ ბედინაძე სოფელ დიოკნისსა და ქვემო ვაშლოვანში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრაზე პროექტის ფარგლებში მიმდინარე და დაგეგმილ სამუშაოებზე ისაუბრეს.