ქობულეთის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში, ჯიხანჯურში 200 მ3 მოცულობის რეზერვუარის ბეტონირების, ხოლო ოჩხამურში წყლის მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელების მოწყობა მიმდინარეობს.
სოფელ ქვედა კვირიკეში უკვე დასრულდა წყლის გამანაწილებელი ქსელის მოწყობის სამუშაოები და მაგისტრალური წყალმომარაგების სისტემის მოწყობა ხორციელდება. ასევე მონტაჟდება სეპტიკური ავზები. პარალელურად ქვედა კვირიკეში შენდება 200 მ³ მოცულობის წყლის რეზერვუარი.
პროექტის ფარგლებში ქობულეთის მუნიციპალიტეტში თანამედროვე კომუნალური ინფრასტრუქტურა შენდება ოჩხამურის, ცეცხლაურის, ჯიხანჯურის, ქვედა კვირიკეს, ჩაქვისთავის და მუხაესტატეს მეურნეობის დასახლებებში.
აჭარაში მიმდინარე მასშტაბური სამუშაოები წყალმომარაგების სათავე ნაგებობების, მაგისტრალური მილსადენების, რეზერვუარების, გამწმენდი ნაგებობებისა და წყალარინების ქსელის მშენებლობას ითვალისწინებს.
პროექტის დასრულების შემდეგ, აჭარის 39 სოფელსა და დაბებს, 24-საათიანი, უწყვეტი წყალმომარაგება და გამართული წყალარინების სისტემა ექნება.