ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მშენებლობა მიმდინარეობს.
სოფელ კირნათსა და კობალეთში 100 კუბური მეტრის მოცულობის წყლის რეზერვუარის საძირკვლის არმირების სამუშაოები დაიწყო.
სოფლების წყალმომარაგების უზრუნველსაყოფად, დაგეგმილია ოთხი სათავე ნაგებობისა და ორი რეზერვუარის მშენებლობა. პროექტის ფარგლებში ასევე, რეაბილიტაცია ჩაუტარდება მცირე ზომის რეზერვუარს.