შუახევის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მშენებლობა დაიწყო.
სოფელ გომარდულში 100 მ³ მოცულობის წყლის რეზერვუარის საძირკვლის
მოწყობა ხორციელდება. პარალელურად შენდება მაგისტრალური წყალმომარაგების სისტემა და მონტაჟდება სეპტიკური ავზები.
ამ ეტაპზე სამუშაოები ერთდროულად რამდენიმე სოფელში მიმდინარეობს: გომარდული, ჭალა, წყაროთა, ბრილი, ჟანივრი, წანკალაური, ზემო ხევი, ვარჯანაული, სხეფელა და ღორექეთი.
პროექტი აჭარის დაბებისა და სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება და დაბა შუახევში და შუახევის მუნიციპალიტეტის ჯამში 16 სოფელში,
თანამედროვე კომუნალური ინფრასტრუქტურის მოწყობას ითვალისწინებს.
მასშტაბური სამუშაოები მოიცავს წყალმომარაგების სათავე ნაგებობების, მაგისტრალური მილსადენების, რეზერვუარების, გამწმენდი ნაგებობებისა და წყალარინების ქსელის მშენებლობას.
პროექტის დასრულების შემდეგ, აჭარის 39 სოფელი და ასევე დაბები, 24 საათიანი, უწყვეტი წყალმომარაგება და გამართული წყალარინების სისტემით ისარგებლებს.