ქობულეთის მუნიციპალიტეტში თანამედროვე წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურა შენდება.
მიმდინარე და დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ მოსახლეობისთვის ინფორმაციის გაცნობის მიზნით, ჩაქვისთავში, სამუშაო შეხვედრები გაიმართა.
ჩაქვისთავში, პროექტის ფარგლებში, უკვე მომზადდა საპროექტო-საინჟინრო დოკუმენტაცია. მიმდინარეობს ტოპოგრაფიული კვლევა, რის შემდეგაც ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაიწყება.
ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სამშენებლო პროცესი უკვე დაწყებულია ოჩხამურში, ცეცხლაურში, ჯიხანჯურში, ქვედა კვირიკეში,ჩაქვისთავსა და მუხაესტატეს მეურნეობის დასახლებაში.
მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი წყალმომარაგების სათავე ნაგებობების, მაგისტრალური მილსადენების, რეზერვუარების, წყალარინების გამწმენდი ნაგებობების და წყალარინების ქსელების მშენებლობას ითვალისწინებს.
პროექტის ფარგლებში ასევე ლაბორატორიები და წყლის მომსახურების მუნიციპალური საწარმოების ადმინისტრაციული შენობები აშენდება.