სს „აჭარის წყლის ალიანსი“ აჭარის დაბებისა და სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების საპროექტო სოფლების ეკოკლუბებში არაფორმალური განათლების აქტივობებს აგრძელებს.
სასწავლო აქტივობის ფარგლებში შეხვედრები უკვე ჩატარდა დიოკნისის, განახლების, დაბა შუახევის, ბარათაულის, დაბა ქედის, ოჩხამურის და ცეცხლაურის N2 სკოლების ეკოკლუბებში.
პროგრამის ფარგლებში ეკოკლუბებში ჩართული მოსწავლეები შეხვედრებზე ეცნობიან ინფორმაციას სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მუშაობის პრინციპების შესახებ, მათ შორის როგორ ფუნქციონირებს სეპტიკური ავზი, რატომ არის მნიშვნელოვანი წყალარინების ინფრასტრუქტურა, და რა სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს თანამედროვე წყალმომარაგების სისტემა.
აჭარის დაბებისა და სოფლების წყალმომარაგების და წყალარინების პროგრამის ფარგლებში სულ 23 ეკოკლუბი ფუნქციონირებს.
პროგრამის ერთ-ერთი მიმართულება, აჭარაში გარემოსდაცვითი საკითხების შესახებ მოზარდებში ცნობიერების ამაღლება და მდგრადი განვითარების პრინციპების პოპულარიზაციაა.