შუახევის მუნიციპალიტეტში აჭარის დაბებისა და სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამის ფარგლებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ მოსახლეობისთვის ინფორმაციის გაცნობის მიზნით, შეხვედრა გაიმართა.
პროექტის ფარგლებში შუახევის მუნიციპალიტეტში სამშენებლო სამუშაოები უკვე დაწყებულია სოფლებში: ჟანივრი, ზემო ხევი, გომარდული, ბრილი, სხეფელა, ღორექეთი, ვარჯანაული და წანკალაური.
ასევე, დაბა შუახევში თანამედროვე სისტემების მოწყობის მიზნით, მიმდინარეობს ტოპოგრაფიული კვლევა, რის შემდეგაც დაიწყება ინფრასტრუქტურული სამუშაოები.
შუახევის მუნიციპალიტეტში პროგრამის ფარგლებში, სამშენებლო სამუშაოები ჩატარდება დაბა შუახევში და შუახევის 16 სოფელში: ჟანივრი, ბარათაული, ვარჯანაული, წყაროთა, სხეფი, ბრილი, ზემო ხევი, გომარდული, ჭალა, სხეფელა, ღორექეთი, თერნალი, წანკალაური, ტბეთი, გოგაძეები, კვიახიძეები.
პროექტით დაგეგმილია წყალმომარაგების სათავე ნაგებობების, მაგისტრალური ქსელების, რეზერვუარების, წყალარინების გამწმენდი ნაგებობების, წყალარინების ქსელების, ლაბორატორიების და მუნიციპალური წყალმომარაგების საწარმოების ადმინისტრაციული შენობების მშენებლობა.