აჭარაში წყალმომარაგების და წყალარინების სისტემების განვითარების მასშტაბური პროექტი მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში ქობულეთის მუნიციპალიტეტში თანამედროვე კომუნალური სისტემები შენდება. დაბა ოჩხამურისა და ჯიხანჯურში წყალმომარაგების 24 საათიანი, უწყვეტი მიწოდების მიზნით, მიმდინარეობს წყლის რეზერვუარების მშენებლობა. შენდება 200 და 600 კუბური მეტრის მოცულობის რეზერვუარები. ასევე, ეწყობა წყალმომარაგებისა მაგისტრალური სისტემები და შენდება წყალარინების სეპტიკური ავზები.
აჭარის დაბებისა და სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამის ფარგლებში, ქობულეთის მუნიციპალიტეტში თანამედროვე კომუნალური ინფრასტრუქტურა შემდეგ ტერიტორიებზე იქმნება: ოჩხამური, ცეცხლაური, ჯიხანჯური, ქვედა კვირიკე, ჩაქვისთავი და მუხაესტატეს მეურნეობის დასახლება. ქობულეთის მუნიციპალიტეტში ახალი კომუნალური სისტემებით დაახლოებით 1030 ოჯახი ისარგებლებს.