ვაიოსა და აქუცაში თანამედროვე კომუნალური ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით, წყალმომარაგების მაგისტრალური და გამანაწილებელი სისტემების სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.
ვაიოს და აქუცას წყლით უწყვეტი მომარაგებისთვის სათავე ნაგებობა მოეწყობა აქუცაში არსებულ ზედაპირულ და მიწისქვეშა წყლის წყაროზე. აშენდება ორი 200მ3, 100მ3 და ორი 50მ3 მოცულობის რეზერვუარი.
სამუშაოების დასრულების შემდეგ, წყალმომარაგებისა და წყალარინების ახალი ინფრასტრუქტურით 213 ოჯახი ისარგებლებს.
ქედის მუნიციპალიტეტში, აჭარის დაბებისა და სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამის ფარგლებში სამუშოები ჩატარდება დაბა ქედაში და ქედის 7 სოფელში: ვაიო, უჩხითი,ტიბეთა, არსენაული, მილისი, აქუცა და ქოსოფელი.